კაიაკინგი

დატკბით ჟინვალის ტბის ფირუზისფერ წყალში ნაოსნობით ან დაიპყარით ფშავის არაგვის ჩქერები

კაიაკინგი საქართველოში სპორტის შედარებით ახალი სახეობაა, რომელსაც ჯერჯერობით მოხალისეთა მცირე ჯგუფი თუ მისდევს. იგი ჯომარდობასთან შედარებით უფრო რთულია და მთის მდინარეში გასვლამდე საჭიროა დამწყებებმა ჯერ ტბაზე ივარჯიშონ. 

ჟინვალის ტბაზე კაიაკინგისთვის „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ გთავაზობთ ერთ, ან ორადგილიანი კაიაკების დაქირავებას. ესენია, ე.წ. „sit-on-top-kayak“-ები.  ასეთი ნავები არ იძირება. ტბაში გადაბრუნების შემთხვევაში ისინი წყლით არ ივსება და ადვილად შეიძლება მათი სწორ პოზიციაში დაბრუნება.  ნაოსნობის დროს თუ შემთხვევით წყალში ჩავარდით, ადვილად ახვალთ მათზე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიჩბოსანს სავალდებულო სამაშველო ჟილეტი აცვია, ცურვის ცოდნა მაინც აუცილებელია. „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ ჟინვალის ტბაზე გთავაზობთ ნახევარ, ან ერთდღიან საკაიაკე ტურებს, რომლებიც იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში დასასვენებლად. შესაძლებელია ტრანსპორტით მომსახურებაც.

გამოცდილი ნიჩბოსნებისთვის ცენტრში ქირავდება კაიაკები (ე.წ. „whitewater kayaks“) ფშავის არაგვზე (ჩქარი მდინარე – II-III კატეგორია / საშუალო სირთულე) ან ხევსურეთის არაგვის ზედა წელზე (ჩქარი მდინარე – IV-V კატეგორია / ძალიან რთული) სანაოსნოდ. ამ შეთავაზებით მხოლოდ გამოცდილ „კაიაკერებს“ შეუძლიათ ისარგებლონ. ჩვენთან შესაძლებელია „Pyranha“-სა და „Lettmann“-ის კაიაკების დაქირავება.  დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით! (‘კონტაქტი’)


დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER