ბანაკის აქტივობები
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“ არის ფრენბურთის მოედანი, საბავშვო მოედანი, რომელიც აღჭურვილია ჩამოსასრიალებელი კოშკით, აიწონა-დაიწონათი, საქანელებით, ბატუტით და ბაგირით (ე.წ. „slackline“). ამ ყველაფრის გამოყენება ჩვენი სტუმრებისათვის უფასოა. განსაკუთრებული აქტივობები, როგორიცაა ჩურჩხელების ამოვლება, ქართული ფოლკლორი, ცეკვები Dj-ის თანხლებით, გუნდური ღონისძიებები და შეჯიბრებები, შესაძლებელია წინასწარი შეკვეთით.