ჰაიკინგი

ლაშქრობა მაღალმთიანი კავკასიის მომაჯადოებელ ბუნებაში!
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ გთავაზობთ ერთდღიან და მრავალდღიან ტურებს ცენტრის ირგვლივ მდებარე ტყეებსა და კავკასიონის ალპურ მდელოებზე, ინდივიდუალურად ან მეგზურის თანხლებით.  მარშრუტები:
1. ბებრის ციხე (1104 მ) (კოშკი ბანაკის ზემოთ), 2-3 სთ, 2 კმ, ასვლა 450 მ, საშუალო სიძნელის;
2. ბილიკი ჭაუხის უღელტეხილზე (ჯუთა–როშკა), 2,5-3 დღე, ღამისთევა ჯუთაში  და აბუდელაურის ტბებზე, 23 კმ. ფეხით, ასვლა: 1220 მ. დაშვება: 1900 მ.

ტურის ნიმუში
1 დღე: გასვლა თბილისიდან, მგზავრობა მანქანით სტეფანწმინდისკენ, გერგეთის წმ. სამების ეკლესიის მონახულება, საიდანაც იშლება ყაზბეგის მთის (5047 მ.) ენით აღუწერელი ხედი; მგზავრობა მანქანით სნოს ხეობაში სოფ. ჯუთასკენ; ღამისთევა სოფ. ჯუთაში (ბანაკი „ზეთა“). თუ ტურის დაწყება მხოლოდ ნაშუადღევს შეგიძლიათ, მაშინ უმჯობესია, პირდაპირ ჯუთასკენ გაემგზავროთ.
2 დღე: გასვლა ჯუთადან დოლომიტისებრი ქანებისგან შემდგარი ჭაუხის მთებისკენ (3860 მ.) და შემდეგ როშკის უღელტეხილზე (3360 მ.) გადასვლა. მანძილი „ზეთა“-დან უღელტეხილამდე – 9კმ. იქიდან ხანმოკლე დაშვება ციცაბოებით აბუდელაურის ტბებისკენ (2600 მ.) და კარვების გაშლა ჭაუხის მთების მასივის აღმოსავლეთით გადაჭიმულ უმშვენიერეს ყვავილოვან მდელოებზე. 
3 დღე: შეხვდით მზის ამოსვლას ხევსურეთის მთებში, ჩამოუყევით უმშვენიერეს, კლდეებითა და პატარა მდინარეებით დასერილ მდელოებს სოფელ როშკასკენ, სადაც გელოდებათ მთის ველოსიპედები ან ავტობუსი. მცირე წახემსების შემდეგ გაიარეთ 30 კმ-იანი დისტანცია სოფელ მაღაროსკარამდე (ჯომარდობის სტარტი). იჯომარდეთ ფშავის არაგვზე და ტურის ბოლოს, „არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“ დააგემოვნეთ ტრადიციული ქართული კერძები. საღამოს კი თბილისში გაემგზავრეთ.
ტური არის „არაგვის სათავგადასავლო ცენტრისა“ და  ბანაკ „ზეთას“ ერთობლივი პროექტი.

ტურის დაჯავშნა შესაძლებელია ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის მეორე ნახევრამდე. 

შაბათ–კვირის ტური იწყება პარასკევს ნაშუადღევს, მაგრამ შესაძლებელია მისი გაგრძელება ერთი კვირით, რაც საშუალებას გაძლევთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ ყაზბეგის რაიონში, შეგიძლიათ ესტუმროთ შატილს ხევსურეთში ან უბრალოდ გაატაროთ 1-2 დღე არაგვის სათავგადასავლო ცენტრში. 

გთავაზობთ ინდივიდუალურ ლაშქრობებს საქართველოს ყველა რეგიონში ყაზბეგის მწვერვალის (5547 მ.) ჩათვლით, ან მრავალდღიან საფეხმავლო ტურებს  შატილიდან თუშეთისკენ ან პირიქით. 

დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER