ჯომარდობა

დასველდით ფშავის არაგვის ჩქერებში
ჯომარდობა, ანუ გასაბერი ნავებით მთის მდინარეებზე დაშვება, სპორტის სახალისო სახეობაა, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს და საქართველოში უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც დამკვიდრდა. „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ გთავაზობთ საჯომარდო ტურებს ფშავის არაგვზე. ტური იწყება კოპალას ხიდთან (სოფელი მაღაროსკარი) და მთავრდება  „არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“ (15კმ, 1სთ და 30წთ; კატ. 2-3). მართალია, მარშრუტი საშუალო სირთულისაა, მაგრამ არაგვის ჩქერების გავლა გულგრილს არავის დატოვებს და დაუვიწყარი სიამოვნებაც გარანტირებულია. ამ მარშრუტის გავლის შემდეგ ტურის ყველა მონაწილე თავიდან ფეხებამდე სველია. 
ყოველი საჯომარდო ტურის წინ მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის და ნიჩბის მოსმის წესები. აგრეთვე, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ ნავიდან მდინარეში გადავარდებიან  და ა. შ. 
ტურები ტარდება გამოცდილი ინსტრუქტორების თანხლებით, ამიტომ მათში მონაწილეობა ყველას შეუძლია. აუცილებელია, მონაწილეებს ეცვათ სამაშველო ჟილეტები, ე.წ. წყლის ფეხსაცმელები და ეხუროთ ჩაფხუტები (საჯომარდო აღჭურვილობა ტურის დაწყებამდე ყველა მონაწილეს დაურიგდება). დაუშვებელია ჯომარდობა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სასურველია, ყველა მონაწილემ იცოდეს ცურვა და იყოს ჯანმრთელი. 
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ მჭიდროდ თანამშრომლობს ჯომარდობის პიონერებთან საქართველოშო: კლუბ „ჯომარდთან“ და „Georgian Adventures & Tours“-თან. რეგიონის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის ტურიზმის ბიზნესში ჩართვის მიზნით, „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ რეგულარულად ატარებს ადგილობრივი ახალგაზრდების ტრენინგებს ჯომარდობისა და კაიაკინგის ინსტრუქტორების, ასევე სამთო გიდების მოსამზადებლად.  რამოდენიმე მათგანი უკვე მუშაობს ჩვენს ორგანიზაციაში.  

დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER