ტურები & ივენთები

„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ გთავაზობთ მრავალფეროვან ტურებს, დაწყებული კლასიკური პაკეტით: „ერთდღიანი ჯომარდობა + პიკნიკი“ და დამთავრებული ინდივიდუალური სამჭიდით – „სირბილი, ველორბოლა, ჯომარდობა“ - კვებით ან კვების გარეშე. მრავალდღიან ტურებში შედის გადასვლა ყაზბეგისა და ფშავ–ხევსურეთის რეგიონების დამაკავშირებელ მომაჯადოებელ ჭაუხის უღელტეხილზე. სამდღიანი მოგზაურობა იწყება სოფელ ჯუთადან.  შემდეგ 3380 მ. სიმაღლეზე მდებარე ჭაუხის უღელტეხილით   გადადიხართ სოფელ როშკაში, შემდეგ ველოსიპედებით მიემართებით ჯომარდობის ადგილისკენ (კოპალას ხიდი სოფელ მაღაროსკართან) და საჯომარდო ნავებით ფშავის არაგვზე დაუყვებით „არაგვის სათავგადასავლო ცენტრისკენ“ (იხ. ’ტურები’). მრავალდღიანი ინდივიდუალური ტურები მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და აერთიანებს ჯიპ-ტურებს, ღვინის, კულტურულ და სათავგადასავლო ტურებს (ჯგუფში უნდა იყოს მინიმუმ 4 ადამიანი, გვყავს 4x4 ავტომობილები და გამოცდილი მძღოლები/გიდები). 

ჟინვალის ტბის ირგვლივ და ტბაზე მოგზაურობისთვის ცენტრში შეგიძლიათ დაიქირავოთ მთის ველოსიპედები და ე.წ. "sit-on-top-kayak"-ები (იდეალურია დამწყებთათვის). 

თუ ჯომარდობით, ველოტურით და კაიაკინგით ჯერ კიდევ არ დაღლილხართ, შეგიძლიათ გაუყვეთ ბილიკს ბებრის ციხისკენ (მას ხუმრობით „სოსოს კოშკსაც“ უწოდებენ,  ვინაიდან იგი ბანაკის ზემოთ მდებარე ტყეში ჩანს) და დატკბეთ ხეობის თვალწარმტაცი ხედებით. ამისთვის 2-3 სთ. დაგჭირდებათ.  ხოლო მათ კი, ვინც ბანაკში დარჩება, შეუძლიათ ფრენბურთი ითამაშონ, ჰამაკებში დაისვენონ ან წიგნი წაიკითხონ .
ბანაკში დასვენება შეიძლება შეუკვეთონ ქალაქიდან შაბათ–კვირას გასულმა მეგობრების პატარა ან დიდმა ჯგუფებმა. შესაძლებელია დაბადების დღეების და საქორწინო სუფრების ორგანიზება. „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ განსაკუთრებით საინტერესოა კორპორაციული ღონისძიებებისთვის, რომლებიც მთელ რიგ აქტივობებსა და სერვისებს მოიცავს და რომელთა დროსაც ისარგებლებთ მომსახურებისა და გართობის  სრული ან არასრული პაკეტით (კორპორაციული ღონისძიების ფოტო). გთხოვთ, წინასწარ დაგეგმოთ ღონისძიება და დაჯავშნოთ ადგილი. 

დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER