საპიკნიკე

„არაგვის სათავგადასავლო ცენტრის“ საპიკნიკე აღჭურვილია მაგიდებითა და სკამებით, რომლებიც განთავსებულია როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე პატარა ქოხებსა და დიდ კარვებში, სადაც შესაძლებელია უამინდობის დროსაც კი შეუფერხებლად ისადილოთ. ჩვენთან შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს დელიკატესები და ოჯახში დაყენებული კახური ღვინო. ცენტრში დასაქმებული ადგილობრივი პერსონალი გემრიელ  კერძებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან მოგიმზადებთ. მაგ: ჩვენთან პური თონეში (თიხის ტრადიციული ღუმელი/იხ.ფოტო) ცხვება, ხინკალს შეკვეთისთანავე მოგიმზადებენ, ხოლო უგემრიელესი მწვადი არა ბრაზილიიდან იმპორტირებული, არამედ ფშაველი და კახელი გლეხების მიერ გაზრდილი ღორის ხორცისგან მზადდება. ოჯახში დაყენებული ღვინო რქაწითელისა და ქისის ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ჩურჩხელას კი ნამდვილი კახური ბადაგით მოგიმზადებთ. ჩვენს სტუმრებს  ტურის დაჯავშნასთან ერთად, წინასწარ შეუძლიათ შეუკვეთონ მენიუ სურვილისამებრ. 
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ ასაქმებს ხეობის მაცხოვრებლებს და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასაქმების პრობლემის მქონე ადამიანების  სეზონური შემოსავლის გაზრდაში. გთხოვთ,  ჯეროვნად დააფასოთ იმ ადამიანების გარჯა, რომლებიც თქვენთვის კომფორტული პირობების შექმნისათვის ზრუნავენ და შეუმსუბუქოთ მათ შრომა სისუფთავის დაცვით. 
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ აშენდა და აღიჭურვა „აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა“ (“USAID  NEO “ ) - პროგრამის ფარგლებში. მადლობას ვუხდით მათ,  ვინაიდან რომ არა მათი წვლილი, ბანაკი ასეთი ვერ იქნებოდა. 

დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER